About us
ჩვენ შესახებ

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია (GASF) დაარსდა 2009 წლის 30 სექტემბერს. 2010 წლის 5 ნოემბერს ხდება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წევრი და იღებს საავტომობილო სპორტში კანონმდებელი ორგანიზაციის სტატუსს.
2015 წლიდან საქართველოს მთავრობისგან ხდება ერთადერთი აღიარებული ორგანიზაცია საავტომობილო სპორტის (პროფესიონალური და სამოყვარულო) მიმართულებით. ფედერაციის მიზანია: ქვეყანაში ავტომობილიზაციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და რეგულირების საკითხების განვითარება და ხელშეწყობა. საავტომობილო სპორტის სახეობების შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია ეროვნული და საერთაშორიო რანგის საავტომობილო ჩემპიონატების, ტურნირების და სხვა შეჯიბრებების მოწყობა, ჩაატაროს ეროვნული, საკლუბო, საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები, ტურნირები, ჩემპიონატები ავტოსპორტის სახეობებში.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელიც გასცემს მრბოლელის საერთაშორისო და ეროვნულ ლიცენზიას, ასევე გასცემს ლიცენზიებს ქვეყნის შიგნით საავტომობილო ღონისძიებებზე და საავტომობილო რბოლებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე. ფედერაციის მიერ გაცემული ლიცენზიებით უზრუნველყოფენ ღონისძიებების ჩატარებას სამსაჯო კორპუსი და ტექნიკური სამსახურები. ფედერაციას შეაქვს წვლილი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში საავტომობილო სპორტში და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაში.