საავტომობილო სლალომის პირველი ეტაპი

30 მარტს Lilo Arena -ზე გაიმართა საავტომობილო სლალომის პირველი ეტაპი სადაც ყველა მონაწილე ერთმანეთს ეჯიბრებოდა ღონისძიების გენერალური სპონსორის E-Motors Georgia • ი-მოტორსი საქართველო -ს მიერ წარმოდგენილი ელექტრო ავტომობილებით Hongqi E-QM5. ზემოთ ხსენებულმა ელექტრომობილებმა გამოცდა უპირობოდ კარგად ჩააბარეს და მიუხედავად იმისა, რომ რბოლაზე 105 მსურველი იყო რეგისტრირებული შეჯიბრის (დღის) ბოლოს ორივე მათგანის დამუხტვის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ენერგიის 50 პროცენტიან ნიშნულს ინარჩუნებდა
 
შეჯიბრში გამარჯვება არავის დაუთმეს რბოლის ფავორიტებმა და საბოლოოდ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქალები - 1 ადგილი მარიამ დავითიძე, 2 ადგილი მერი სხირტლაძე, 3 ადგილი ნათია ჭანტურია.
კაცები - 1 ადგილი მევლუდ მელაძე, 2 ადგილი ნიკოლზ ფიცხელაური, 3 ადგილი დათა ქაჯაია