TOP 4

ესპანეთის დრიფტის ჩემპიონატზე ქართველმა მრბოლელმა ირაკლი შალიკაშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა
ესპანეთში დრიფტის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა, სადაც ქართველმა მრბოლელმა ირაკლი შალიკაშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია.
„ესპანეთის დრიფტი” ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირია, რომლის ტრასებიც საუკეთესო საერთაშორისო ჩემპიონატებისთვის გამოიყენება.
ირაკლი შალიკაშვილი ესპანეთის დრიფტის ჩემპიონატში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობს და დარჩენილ ტურებშიც განაგრძობს ასპარეზობას