ქაჯაია პირველია!

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ვალენსიის ეტაპის „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია, სანდრო თავრათქილაძე კი „მასტერსის თასის“ მეორეადგილოსანი
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები - დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე - „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. დღეს „NASCAR“-ის ევროპის სერიების ვალენსიის ეტაპი დასრულდა, მეორე რაუნდის შემდეგ დავით ქაჯაია „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებული გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „მასტერსის თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა.