გახდი მრბოლელი
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია აცხადებს ახალგაზრდების შერჩევას!
პროექტი - "გახდი მრბოლელი"
- პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელიც არის 14-დან 17 წლის ჩათვლით;
- ტესტირება გაიმართება კროკობეთ ლილო არენაზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის კარტინგებით;
- პროექტი შედგება 2 (ორი) ტურისგან;
- თითოეულ ტურში ყველა მონაწილე გაივლის ორ 10 წუთიან საკვალიფიკაციო სესიას საიდანაც ჩათვლაში შევა მხოლოდ ერთი ყველაზე საუკეთესო დრო.
- პირველი ტურის შემდეგ (რომელიც გაიმართება 9 მარტს) მეორე ტურში გადავა 20 საუკეთესო მონაწილე
რომელთაგანაც გამოვლინდება 8 (რვა) გამარჯვებული
- გამარჯვებულები (8 საუკეთესო) მიიღებენ 100% (ას პროცენტიან) დაფინანსებას 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატზე კარტინგში, რაც გულისხმობს მათ უზრუნველყოფას კარტინგით, საწვავით, საბურავებით და ყველა სხვა რბოლასთან დაკავშირებული ხარჯით წლის განმავლობაში გამართულ 12-ვე რბოლაზე.
- პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://forms.gle/mo3D4pjxUgRqehGd6
პროექტში მონაწილეობის საფასური 100 ლარი
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ 574001300
გისურვებთ წარმატებას