NASCAR

,,Nascar 2025"-ის წინა სასეზონო ტესტებში ქართველმა მრბოლელებმა ლიდერი პოზიციები დაიკავეს

იტალიაში კრემონის ავტოდრომზე ჩატარდა ,,Nascar Euro Series 2025"-ის ტესტები, რომელშიც სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პირველად მონაწილეობდნენ ქართველი მრბოლელები. დათა ქაჯაიამ და სანდრო თავართქილაძემ პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს. მათ 0,0012 წამით განსხვავებული შედეგები აჩვენეს. ტესტებში ხუთი ქვეყნის 18 პილოტი მონაწილეობდა.

Nascar Euro Series-ი არის NASCAR-ის ოფიციალური საფონდო ავტომობილების რბოლის სერია, რომელიც მოქმედებს ევროპაში და ერთ-ერთია NASCAR-ის ოთხი საერთაშორისო სანქცირებული სერიიდან. Nascar-ის მანქანები იყენებენ V8 ძრავას, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

იტალიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ადგილობრივ მენეჯმენტთან შეხვედრისას Nascar-ის ჩემპიონატის ეტაპის საქართველოში ჩატარებაზე ისაუბრეს.

 

NASCAR